რეზონანსი
07.02.2017

 საქართველოს პროკურატურაში, მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვეს. საგამოძიებო უწყება მოსამართლეებზე ზეწოლაში, ბრალს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს სდებს.

უწყების განცხადებით, მოსამართლეებმა, ალავიძემ და ქათამაძემ, 2017 წლის 11 იანვარს, დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც საყვარელიძე მათ კონკრეტული ქმედების განხორციელების სანაცვლოდ, გარკვეულ სარგებელს სთავაზობდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან გამოეგზავნათ.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×