რეზონანსი
07.02.2017

 მცხეთაში მოსახლეობა მიწების გასხვისებას და მშენებლობებზე მორატორიუმის გაგრძელებას აპროტესტებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთებით ვერ სარგებლობენ.

აქციის მონაწილეებს, მცხეთის მერი შეხვდა. ავთანდილ ნემსიწვერიძე განმარტავს,რომ მორატორიუმის გაგრძელება გენერალური გეგმის არარსებობამ გამოიწვია.

„მორატორიუმი იმის გამო გაგრძელდა, რომ გენერალური გეგმა ჯერჯერობით ვერ მივიღეთ. ამ პერიოდში არ უნდა მოხდეს შეუსაბამო და უნებართვო მშენებლობების წარმოება"-განაცხადა მცხეთის მერმა.

მიწათსარგებლობის გეგმა, ქალაქის განაშენიანების რეგულაციებს აწესებს. გეგმა 2014 წელს შეიმუშავეს, მაგრამ საკრებულომ მას მხარი არ დაუჭირა. შენიშვნები ჰქონდა იუნესკოსაც. მშენებლობებზე მორატორიუმი იანვრიდან, ორი წლით გაგრძელდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×