ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივას,არაღიარებული რესპუბლიკის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პლებისციტი, რეფერენდუმი, ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ.
აღმასრულებელი ხელისუფლება, რუსულ მხარეს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და დეოკუპაციისკენ მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობას კი ფაქტზე დროულ რეაგირებას სთხოვს.
„კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას"-ნათქვამია განცხადებაში.
ლეონიდ თიბილოვი, ცხინვალის რეგიონისთვის, „ალანიის სახელმწიფოს" დარქმევას გეგმავს. მან საკითხთან დაკავშირებით ე.წ პლებისციტი, 2017 წლის 9 აპრილს დანიშნა.