რეზონანსი
07.02.2017

 ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა, „ყატარის ავიახაზების" რეისით შესრულდება. ფრენას ოლკლენდიდან დოჰამდე 17 საათი და 30 წუთი დასჭირდება. ამის შესახებ "foxnews"-ი, კომპანიის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.

ახალი ზელანდიიდან ყატარის სახელმწიფომდე, ბოინგ-777-ი იფრენს და 14 ათას 534 კილომეტრის მანძილს დაფარავს. ეს იქნება პირველი ფრენა მსოფლიო ისტორიაში, რომელიც 17 საათს გაგრძელდება.

„ყატარის ავიახაზები" ბაზარზე გამოჩენის დღიდან საკმაოდ წარმატებული კომპანიაა. მათ სერვისს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტექნოლოგიების განვითარება დღეს შესაძლებლობას იძლევა, თვითმფრინავმა მეტად ეკონომიურად გამოიყენოს საწვავი, რაც ფრენისას ჰაერში ყოფნის შესაძლო დროს ზრდის.

აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ფრენა კომპანია „გალფ კარიერ ემირატების" ავიარეისით შესრულდა. კომპანიამ 2016 წელს, ოლკლენდიდან დუბაიმდე პირდაპირი ფრენა განახორციელა და რეკორდი დაამყარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×