ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 2.6656 ლარით განისაზღვრა.
კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0139 ლარით შეიცვალა.
1 ევროს ღირებულება, 2.8439 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ევროპული ვალუტის ღირებულება, 2.8770 ლარი იყო. შესაბამისად, ევრო , ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0331 ლარით შეიცვალა.