რეზონანსი
08.02.2017

 „რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „არჩევანში" ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ერევანში ინახება.

გვარამიას განცხადებით,ის მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა ე.წ. "ზეტ" მასალები ერევანში.

„მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×