რეზონანსი
08.02.2017

 ოპოზიციაში ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, ის ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა.

განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრებმა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ფარული ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, რომელსაც ის მუდმივად იყენებს.

„მე არ გამიკვირდება ნამდვილად, რომ ასეთი ადამიანები შანტაჟს მიმართავდნენ, არაფერი მოულოდნელი ამაში ჩემთვის ნამდვილად არ იქნებოდა. ვიცით კონკრეტულად რა ადამიანებზეა საუბარი და ვიცით როგორც წარსული, ისე რა პირობებში მუშაობდა და რას აკეთებდა ბატონი ნაცვლიშვილი თავის თანამდებობაზე ყოფნისას," - განაცხადა „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×