რეზონანსი
08.02.2017

 რუსთავის გზატკეცილზე ხანძარს 75 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა. დამწვარია 130-მდე კვადრატული მეტრის ფართი.

ხანძრის შედეგად დაზარალებულია სამი ოჯახი, რომლებმაც ღამე სასტუმროში გაათენეს.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ექვსი ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ასევე სიცოცხლის მოსპობას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×