რეზონანსი
08.02.2017

 პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტის ჩატარების შესახებ.

პროექტით, სააგენტოს წარმომადგენელი - აუდიტორი უფლებამოსილია შეამოწმოს დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ავტორიზებული პირის აპარატურული და ქსელური ინფრასტრუქტურა, მოსთხოვოს ავტორიზებული პირის წარმომადგენლებს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის ფორმებს, კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს ექნება უფლებამოსილება "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონის საფუძველზე ავტორიზებული პირის მიმართ გამოიყენოს როგორც წერილობითი გაფრთხილება, ასევე ფულადი ჯარიმები. პროექტის მიხედვით, ფულადი სანქციის ოდენობა განსაზღვრულია 30 000, 90 000 და 200 000 ლარის ოდენობით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×