რეზონანსი
08.02.2017

 აშშ-ის სენატორთა ჯგუფი დღეს სენატში კანონპროექტის შეტანას აპირებს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას მხოლოდ აშშ-ის კონგრესის თანხმობის შემთხვევაში შეძლებს.

CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტში გაწერილია, რომ „თეთრმა სახლმა ანგარიში უნდა მოამზადოს დეტალური ახსნა-განმარტებით თუ რატომ სურს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა და ასევე აშშ-ის კონგრესს 120-დღიანი პერიოდი მიეცემა, რათა ასეთ გადაწყვეტილებას კენჭი უყაროს".

„თუ წარმოიშობა რუსთისთვის სანქციების მოხსნის რეალური საფრთხე, ჩვენ საკმარის ხმებს დავაგროვებთ, რათა სენატმა დაამტკიცოს კანონპროექტი და მივიღოთ ისეთი უმრავლესობა, რომელსაც პრეზიდენტი ვერ გადალახავს ვეტოთი", - განაცხადა სენატორმა მარკო რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×