რეზონანსი
08.02.2017

 თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ტერორისტული დაჯგუფება „სომალის" ბატალიონის მეთაური ბოევიკი გივი დღეს დილით საკუთარ კაბინეტში აფეთქების შედეგად დაიღუპა.

სეპარატისტთა წარმომადგენელმა, უკვე დაადასტურა გივის სიკვდილის ფაქტი. მან მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას დააკისრა. მისი ინფორმაციით ტერორისტული აქტი დილის 6 საათისთვის მოხდა.

„ატოს" შტაბის სპიკერი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად ვერ ადასტურებს გივის სიკვდილს. „ამის ოფიციალური დადასტურება არ არის, მაგრამ სიტუაციის გაანალიზების საფუძველზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ იგი დაიღუპა" -განაცხადა სპიკერმა. კიევში ბოლო დროს გახშირებულ ტერაქტებს სეპარატისტთა შორის ურთიერთ გარჩევებსა და რუსეთის მიერ არასარურველი პერსონაჟების ლიკვიდაციის პოლიტიკას უკავშირებენ.

ტერორისტული დაჯგუფება „სომალის" მეთაური, ბოევიკი მიხეილ ტოლსტიხი (ზედმეტსახელად გივი) ცნობილი 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ გახდა. იგი მონაწილეობას იღებდა სლავინსკთან, ილოვაისკთან და დონეცკის აეროპორთან მიმდინარე ბრძოლებში. 2015 წელს იგი ევროკავშირის სანქციათა სიაში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 16 ოქტომბეს, ასევე ტერაქტის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ცნობილი ბოევიკი, რუსეთის მოქალაქე არსენი პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×