რეზონანსი
08.02.2017

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, პარლამეტის პლენალურ სხდოამზე სიტყვით გამოსვლისას მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე განაცხადა.

"მინდა გამოვეხმაურო მედიის თავისუფლების საკითხებს. მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევა. მე არ მინდა ახლა ექსკურსი გავაკეთო და შეგახსენოთ, როგორ კონტროლდებოდა მედია თქვენი მმართველობის პერიოდში და როგორ ფასადურად იყო ადამიანის უფლებები დაცული საქართველოში. ასევე მინდა მარტივი არგუმენტი გითხრათ, ისინი ვინც ცდილობთ, რომ სპექტაკლი დადგათ და თქვათ, თითქოს ხელისუფლებას უნდა, "დაახრჩოს" "რუსთავი 2" და დახუროს არხები - ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის პირობებში ცდილობდით გამოგეყენებინათ ეს არხი ინსტრუმენტად არჩევნების პერიოდში. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები და ეს არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×