რეზონანსი
08.02.2017

 პლენარულ სხდომაზე მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევასა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას ეყარა კენჭი, რასაც 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკითხის წინააღმდეგ 10 დეპუტატი წავიდა.

მანანა კობახიძე პარლამენტს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა. კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინა, სექტემბრიდან ვაკანტური იყო. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×