რეზონანსი
08.02.2017

 პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კარასინის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე.

ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე ელოდება რუსეთის მზაობას, შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად.

გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის მხარე, შვეიცარელ კოლეგებთან ერთად, შეეცდება დააჩქაროს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×