რეზონანსი
08.02.2017

 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ და ყოფილ წევრებზე მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისას სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ გავრცელდება.

"მნიშვნელოვანია და ჩვენს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება სასამართლო ხელისუფლებაში, ვინ არის სასამართლოს თავმჯდომარე, ჩვენ ისეთი ინსტიტუტები უნდა შევქმნათ, რომ ვერავინ შეძლოს ძალაუფლების ბერკეტების მონოპოლიზება. სისტემა ამაზეა შექმნილი და ცვლილებებს სწორედ ამ ფილოსოფიის გათვალისწინებით გთავაზობთ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სამწლიანი გამოსაცდელი ვადისგან გათავისუფლების წესის უზენაესი სასამართლოს ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებზე გავრცელება , იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უმრავლესობის წევრების ინიციატივითა და მათი წინადადებით მოხდა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×