რეზონანსი
08.02.2017

 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველოს ერთადერთი მსხვილი ობიექტური ტელევიზია დაანგრიოს და „სახლში წაიღოს". მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, „რუსთავი 2-ის" გარეშე საზოგადოება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემის შესახებ ვერ შეიტყობდა.

მელიას განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება" მოსამართლეებზე ზეწოლის საქმეშია ჩართული, რათა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღოს უზენაესმა სასამართლომ.

„ლოგიკურადაც იკითხება, რომ რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის, უბრალოდ ეს პარანოიდალური ქმედებები ივანიშვილის მხრიდან, რომელიც განსაკუთრებით აზვირთდა ბოლო დღეებში, ცხადყოფს, რომ ის შიშობს, ისეთი გადაწყვეტილება არ გამოვიდეს, რომელიც არ არის მის ინტერესებთან შესაბამისობაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×