რეზონანსი
09.02.2017

 სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ცვლილებების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს თანამშრომლების უფლებები დაცული.

ნანუაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით რადიო თუ ტელეგადაცემების გაჩერება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებია და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მზადება მიმდინარეობს.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეფორმა აუცილებელია, თუმცა ეს რეფორმა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს" - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს და დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×