შსს-ს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დელეგაცია კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკითან ერთად ეწვია. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასაზღვრო სფეროში არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რის შედეგადაც, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები საქართველოს ეხმარება საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებაში, რითიც ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და ამასთან, უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, აღნიშნულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს შსს-ს სამინისტროს შესაძლებლობები, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
„მიმაჩნია, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია. ჩვენ გვაკავშირებს საუკეთესო პარტნიორობა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა სკოტ ჯერაბეკმა.