რეზონანსი
09.02.2017

 დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე. კანონპროექტს თემთა პალატის 494 წევრმა დაუჭირა მხარი, 122-ის წინააღმდეგ.

შემდეგ ეტაპზე კანონპროექტი განსახილველად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას დეპუტატების ნაწილმა სტვენა დაიწყო, შემდეგ კი ევროკავშირის ჰიმნი იმღერეს.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ 24 იანვარს დაადგინა, რომ მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×