რეზონანსი
09.02.2017

 ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რომ კარასინთან დიალოგის შემდეგ საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 850 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი პრაღიდან, დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე მთავარ საკითხად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, 2016 წლის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები განიხილეს.

მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი საკითხი იყო ასევე საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმება. ქართული მხარე ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან საჭირო პროცედურების დასრულებას ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×