რეზონანსი
09.02.2017

 თბილისის საკრებულოს 15 დეპუტატი „რუსთავი 2-ის" საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონი ლარის დადგენილების გაბათილებას ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნაზღაიძის ოჯახს თანხის უკან დაბრუნება მოუწევს. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახეზეა მაშტაბური მაქინაცია და ქრთამის გაცემა ერთადერთი მიზნით, რომ ზეწოლა მოხდეს „რუსთავი 2-ზე"

ეს მოხდა, რა თქმა უნდა, შეგნებულად და მოხდა იმისთვის, რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრმა მიიღო სინდისის, სამართლიანობის და პროფესიონალიზმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. „რუსთავი 2-თან" დაკავშირებით," - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, 1 მილიონი ლარის ქონება გადაეცა ადამიანს, რომელსაც 1 ლარიც კი არ ეკუთვნოდა. მისი აზრით, მოსამართლის ოჯახს "ძალიან ბინძური საჩუქარი" გაუკეთეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×