რეზონანსი
09.02.2017

 მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან, - ამის შესახებ ბრიუსელში „რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერის" გვერდზე წერს.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დამტკიცებენ.

რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, მოლაპარაკებები უკრაინასა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ 28 თებერვალს დაიწყება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×