რეზონანსი
09.02.2017

 პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.

„გვაქვს დღეს ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ რაც შეიძლება, მალე დავიწყოთ განხილვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტების პაკეტის და შესაბამისად, ესეც ჩაჯდება აუცილებლად დღის წესრიგში"-განაცხადა კობახიძემ

დეპუტატები დღეს საქართველოს კანონის პროექტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" და მის თანმდევ კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ. ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×