რეზონანსი
10.02.2017

 პარლამენტში, ე.წ მოსმენების კანონზე, ცვლილებების განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ,რომ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის შემოთავაზებას, მკაცრად გააკრიტიკებენ, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, პროექტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრა სურთ, ოპოზიცია წინადადებას დათანხმდა, თუმცა, მმართველი გუნდის ფრაქციისგან გვიან ღამით უარი მიიღეს.

„შენიშვნები არის ბევრ საკითხზე. დღევანდელი მოდელით გამოძიება და მოსმენების სააგენტო ბოლომდე არ არის გამიჯნული. ვერ ვახერხებთ იდენტიფიცირებას, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი სააგენტოს საქმიანობაზე"-განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.

ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პროექტის მიხედვით, იქმნება „სიპ"-ი , რომელიც დაექვემდებარება უსაფრთხოების სამსახურს და ის იქნება მოსმენების მთავარი მაკონტროლებული. ე.წ გასაღები, ექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაერთვება პროცესში. „სიპ"-ის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

მოსმენების შესახებ მმართველი გუნდის პროექტს, აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათ ჰქონდათ საკუთარი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი სააგენტო და მას უნდა ჰქონოდა ე.წ გასაღები. ეს სააგენტო პარლამენტთან უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი.

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს, ანა დოლიძის გარდა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ლევან ბოძაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძეც ეწსრებოდნენ.

საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×