განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის 9 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო-გამშვებ პუნქტ, ,,სარფის" გავლით გადმოკვეთა, რა დროსაც, ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.