რეზონანსი
10.02.2017

 სიმონეთში, ავარიის შედეგად, 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. თავდაცვის უწყების, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე, სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა.

სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა. თუმცა, ავტომანქანა ტალახში მოსრიალდა, რის შედეგადაც ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

თავდაცვის უწყების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება, მე-400 მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის უფროსი, დავით კარიაული იმყოფებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×