რეზონანსი
10.02.2017

 რუსმა მესაზღვრეებმა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ღრომთან, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები, ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა თოდიაშვილი, სოფელ კირბალის მცხოვრებლები არიან.

დაკავებულების დოკუმენტები ცხინვალის სასამართლოს გადასცეს. მათ ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ.

სოფელი ღრომი ცხინვალის რაიონს ეკუთვნის და სოფელ მეჯვრისხევს ესაზღვრება. სოფელი კირბალი კი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ თემში შედის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×