37 ათასი დევნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ამ დრომდე ელოდება. ამის შესახებ, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია.
„IDFI"-ში განმარტავენ, რომ ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ ადამიანების ბინით უზრუნველყოფისთვის, უწყების გათვლებით, მილიარდ ნახევარი ლარია საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საჯარო უწყებებში დასაქმებულებისთვის დახარჯული პრემიებისა და დანამატების სახით, მილიარდ 700 მილიონი ლარია დახარჯული.
„IDFI"-იმ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა, თუ როგორი იყო დევნილებისთვის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის, გაწეული დახმარებები. სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია 2008-2016 წლების მონაცემებს ასახავს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის 1 დეკემბრისთვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 35,475 დევნილი ოჯახი. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით იმავე რაოდენობის ოჯახს, შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლის მისაღებად.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის, სახელმწიფოს დაახლოებით 20 წელი დასჭირდება.
სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 86,283 დევნილი ოჯახი , 259,247 პირია რეგისტრირებული.