რეზონანსი
10.02.2017

 8 პოლიტიკური გაერთიანებისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სტუდენტები, სიტყვის თავისუფლების დასაცავად, საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან, უზენაესი სასამართლოს შენობისკენ გადაინაცვლეს.

საკოორდინაციო საბჭო, რვა ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ ჩამოაყალიბა.კოალიციის წევრების თქმით, აქციის მიზანი მედიაინსტიტუტების დაცვაა, რაც ეხება როგორც „რუსთავი-2"-ს, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, იმისათვის, რომ გადარჩეს სახელმწიფო და მედიაინსტიტუტები, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×