თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, „CIA"-ს დირექტორს, მაიკ პომპეოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, „dailysabah" ავრცელებს. მაიკ პომპეო ანკარაში, თურქი კოლეგის, ჰაქან ფიდანის მიწვევით ჩავიდა. ეს პომპეოს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტია.
შეხვედრისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ამერიკულ მხარესთან თანამშროლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეები ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მჭიდრო ურთიერთობაზე შეთანხმდნენ.
ილდირიმმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ოფიციალური თურქეთის პოზიციას, ფეტულაჰ გიულენთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა, ქურთი ტერორისტებისადმი ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტა და გიულენის ექსტრადიცია მოითხოვა.
ამერიკული დელეგაციის წევრები, თურქეთში ვიზიტისას, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და თურქ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ.