უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას, შიდა პასპორტებით შეძლებენ. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათ სახელმწიფოში, გასულ წელს, უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 50 %-ით გაიზარდა.
თურქი დიპლომატის განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
„თურქეთი ყირიმის ანექსიას არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს. ისევე როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩვენი მიზანია უკრაინის და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი სახელმწიფოების კიდევ უფრო მეტად დაახლოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა"-განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, უკრაინულ არხთან პრესკონფერენციისას.