„დარწმუნებულები იყავით, პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არ მოისვენებს მანამ, სანამ ამერიკის ყველა მტერი არ განადგურდება და ჩვენი ქვეყანა ისევ უსაფრთხო არ გახდება", - განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ ინფორმაციას,„Politico" ავრცელებს.
ვიცეპრეზიდენტი, თავის 20 წუთიან გამოსვლაში, ასევე შეეხო, „ISIS"-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძოლას.
როგორც მაიკ პენსმა აღნიშნა, „რადიკალური ისლამური ექსტრემისტული ძალები, ცდილობენ არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის განადგურებას, არამედ თვით სიცოცხლის განადგურებას".