რეზონანსი
10.02.2017

 რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქცია, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროკავშირის საერთაშორისო ბაზარზე გავა. რუსთავის ქარხანაში დამზადებული უნაკერო მილები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, საკუთარი ბრენდით გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პირველი შეკვეთის მოცულობა 2000 ტონაა. აქამდე აღნიშნული პროდუქცია ბრენდირებული ნიშნით, მხოლოდ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გადიოდა, ახლა კი მათი ექსპორტი საწარმოს სახელით, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში მოხდება.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენლის ინფორმაციით, მომავალში ქარხანა საკუთარი ბრენდით მილების ექსპორტს, ამერიკასა და რუსეთშიც განახორციელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. უწყების განცხადებით, 2017 წელს 25 000 ტონის რეალიზებაა დაგეგმილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×