რეზონანსი
10.02.2017

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის უმასპინძლა.

იტალიის ელჩმა მინისტრს, კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, რამდენიმე საინტერესო პროექტი შესთავაზა. მათ შორის, ქართველი რესტავრატორებისთვის სპეციალური პროგრამა, რომელიც იტალიაში რამდენიმეკვირიან გადასამზადებელ სალექციო კურსს გულისხმობს.

საუბარი ასევე შეეხო ფერწერისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებს.

შეხვედრას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძეც ესწრებოდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×