რეზონანსი
10.02.2017

 გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები მდინარე მტკვარზე, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდნენ. მათ 43 კილო, ხრამულის სახეობის თევზი დაიჭირეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 580 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უწყებაში აცხადებენ, რომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×