რეზონანსი
10.02.2017

 ეიფელის კოშკის გარშემო, დამცავი რკინის კონსტრუქცია, გამჭვირვალე, მინის პანელებით ჩანაცვლდება. ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, მინის ზღუდე ეიფელის კოშკს მომხიბვლელობას დაუბრუნებს და უსაფრთხოც იქნება.

როგორც ქალაქის მერის მოადგილემ, ფრანსუა მარტინმა განაცხადა, „მინის პანელები რკინის ზღუდისგან განსხვავებით, ნაკლებად უსაფრთხოა, მაგრამ მონუმენტის ხედს არ გააფუჭებს".

პროექტის ღირებულება ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, მას ეკოლოგიის სამინისტროს მხარდაჭერა სჭირდება.

გასულ წელს, პარიზის ტერაქტის შემდეგ, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონუმენტის გარშემო, უსაფრთხოების მიზნით, რკინის კონსტრუქცია აეგოთ. პროექტის ღირებულება 300 მილიონი ევრო იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×