რეზონანსი
11.02.2017

 კიევის პოლიციამ, საქართველოს მოქალაქე, ე.წ კანონიერი ქურდი, 42 წლის გელა ქარდავა დააკავა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი „facebook"-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

ბრალდებული კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. სპეცოპერაცია კიევის პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაატარა.

ქარდავა მძიმე დანაშაულების მუხლით, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის რამდენიმეჯერ არის ნასამართლევი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ვარაუდობს, რომ ქარდავა რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია. ავაკოვის ცნობით, პოლიცია ამოწმებს ოპერატიულ ინფორმაციას მისი რუსეთის სპეცასამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×