გვიან ღამით, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ნაღმი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობების დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე რეაგირება, აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განადგურება-დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.