რეზონანსი
11.02.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. 1987 წელს დაბადებული, გ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ბრალდებული წარსულშიც არის ნასამართლევი.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 185,1 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 460 აბი და 15 ნატეხი, ასევე, 640,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 1633 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, გ.ს.-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×