რეზონანსი
11.02.2017

 აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. მიხეილ ჯანელიძემ ექვსი მაღალი დონის შეხვედრა თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში გამართა.

„საქართველო ამერიკის მეგობარი და ძლიერი დასაყრდენია. ქართული დელეგაცია ქვეყანაში შეეერთებული შტატების მყარი მხარდაჭერით ბრუნდება" - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი და მისგან მომდინარე გამოწვევები, ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ორივე ქვეყანა მზად არის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძლდეს. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან დაინტერესებას, საქართველოში მიმდინარე სწორი პოლიტიკა უწყობს ხელს.

„შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ საქართველო სწორ პოლიტიკას აწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე პარტნიორებთან. ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი მთავრობის პოლიტიკას რუსეთთან"- აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლების თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის ვიზიტები უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა კონრეტული თარიღები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ში ორდღიანი ვიზიტის დროს, მიხეილ ჯანელიძე თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს, უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს, მაიკლ ფლინს და სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×