რეზონანსი
11.02.2017

 რუსეთი განიხილავს, რომ აშშ-ს, მათი სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი, ედვარდ სნოუდენი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას, „NBC" ავრცელებს.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, სნოუდენის გადაცემა, ტრამპის "კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურება". მაღალჩინოსნების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა ინაუგურაციის შემდეგ, ასევე ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრისას დაიწყო .

სნოუდენის ადვოკატის, ბენ უიზნერის თქმით, მან ასეთი გეგმების შესახებ არაფერი იცის. თავად სნოუდენის თქმით, ტელეარხის ინფორმაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურებზე არასოდეს უმუშავია და მათი აგენტი არასოდეს ყოფილა.

"არც ერთი ქვეყანა არ გაყიდის თავის აგენტს, რადგან დანარჩენებს შეეშინდებათ, რომ ოდესმე მათი ჯერიც დადგება", - წერს სნოუდენი „Twitter"-ის საკუთარ გვერდზე.

21 იანვარს, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სნოუდენი არ არის საჩუქარი, რომლის გაჩუქებაც შეიძლება". მან ასევე თქვა, რომ მისი ექსტრადირება მხოლოდ საიმიგრაციო სამსახურებს და თავად ვლადიმერ პუტინს შეუძლია.

სნოუდენს აშშ ბრალად,  რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას სდებს.ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ მას ჯაშუში და მოღალატე უწოდა. რუსეთმა სნოუდენს თავშესაფარი მისცა. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×