რეზონანსი
11.02.2017

 საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს 2017 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს გამართავს. „ბორჯღალოსნები" ბელგიის რაგბის ნაკრებს, ბრიუსელში დაუპირისპირდებიან.

ქართველი მორაგბეები ამ მატჩისთვის საფრანგეთში, ტულუზთან ახლოს ემზადებოდნენ, ბელგიაში კი 9 თებერვალს ჩავიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა, ბელგიის ეროვნულ გუნდთან,აქამდე ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ გაიმარჯვა.

რაგბის ევროპის ჩემპიონატი, 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, რომელშიც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს. იაპონიის მსოფლიო ტურნირის საგზური ქართველმა მორაგბეებმა, 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში მოიპოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×