ბათუმში,ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებენ. ამ ქუჩაზე ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზი, საქართველოს ელექტროსისტემას გაჰყავს.
კომპანია მოსახლეობას, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციას სთავაზობს, თუმცა მცხოვრებლები ამბობენ, რომ თანხა დაბალია. ელექტროსისტემის წარმომადგენლების განცხადებით, თანხა მსოფლიო ბანკთან არის შეთანხმებული.
ხიხანის ქუჩის მოსახლეობა, კვადრატულ მეტრ მიწის ფართობში, 35 დოლარს ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, მიწის ნაკვეთების ფასი, სამხარეულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა. სახელმწიფო კი მათ 7-დან 20-ლარამდე თანხას უხდის.
დაბა ხელვაჩაურის მცხოვრებლებმა, სამუშაოების შეჩერების მიზნით, გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. მოსახლეობა რეალური კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით, კვლავ აქციებით იმუქრება.