საქართველოს პირველი ჩოგანი, სოფიას ღია ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგის ცხრილში, 87-ე ადგილი უკავია, მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, სლოვაკ, მარტინ კლიჟანს მოუგო.
ბასილაშვილი ნახევარფინალში, მსოფლიოს მე-13 ჩოგანს, კორტების მასპინძელს, გრიგორი დიმიტროვს დაუპირისპირდება.ბულგარელი და ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. თამაში 11 თებერვალს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალში გასვლით, ქართველმა ჩოგბურთელმა, 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და თავისი საბანკო ანგარიში 25 ათასი ევროთი შეავსო.
ტურნირი ბულგარეთში, 12 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი 540 ათასი ევროა.