რეზონანსი
11.02.2017

 დიდი ბრიტანეთის ნორფოლკის საგრაფოში, ერთ-ერთ პლაჟზე, 360 კილოგრამი კოკაინი იპოვეს. შავ ბაზარზე მისი ფასი, 62 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ, „bbc" იუწყება.

ჩანთებში ჩალაგებული კოკაინის შეკვრები, ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.

სამართალდაცველების ვარაუდით, კონტრაბანდისტები ნარკოტიკების პარტიის ჩატანას სხვა ადგილას გეგმავდნენ, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, ის ზღვაში ჩააგდეს, შემდეგ კი ტალღებმა ჩანთები ნაპირზე გამორიყა.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან ერთად მუშაობენ, რომ დაადგინონ როგორ აღმოჩნდა, ნარკოტიკული საშუალებით სავსე ჩანთები, მდინარის ნაპირას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×