რეზონანსი
12.02.2017

 დრანდის ციხეში დაპატიმრებული გიორგი ლუკავას მეუღლეს, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა.

მინისტრმა ლალი ბასარიას მისი მეუღლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მინისტრის აპარატმა ე.წ. ცხელი ხაზის საშუალებით მოიძია. ციხელაშვილის თქმით სახელმწიფო მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს გიორგი ლუკავას გასათავისუფლებლად.

მინისტრის ცნობით, ლუკავას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლალი ბასარია მეუღლის, აფხაზეთში, დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნით მეოთხე დღეა, შიმშილობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×