რეზონანსი
12.02.2017

 დღეს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილ მრევლს შეახსენა, რომ 13 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება იგეგმება.

არქიმანდრიტმა სრულიად საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის", - მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×