რეზონანსი
12.02.2017

 დომინიკის რესპუბლიკაში გამოცემა „ელ-ნაციონალმა" დონალდ ტრამპის ფოტოს ნაცვლად შეცდომით ჰოლივუდის ვარსკვლავის ალეკ ბალდვინის ფოტო გამოაქვეყნა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოცემისადმი მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით გამომცემლობამ ბოდიში მოიხადა.

მსახიობ ალეკ ბალდვინს არაერთხელ განუსახიერებია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პაროდია NBC-ის ეთერში. ამ როლის გამო ის თეთრი სახლის ლიდერის კრიტიკის ობიექტიც გამხდარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×