რეზონანსი
12.02.2017

 სასჯელაღსრულების სისტემაში შეიძლება ახალი ნორმა დაინერგოს.

სიახლე მსჯავრდებულ დედებს ეხებათ. ქალთა დაწესებულებაში ქალებს შვილები მხოლოდ 3 წლის ასაკამდე ჰყავთ. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი, დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მათ საშუალება მიეცემათ შაბათ-კვირას დაწესებულება დატოვონ და ეს დრო შვილთან გაატარონ.

ინიციატივა მოსწონთ არასამთავრობო სექტორში. ისინი პარლამენტარებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ახალ ინიციატივას. საკანონმდებლო ინიციატივა სასჯელაღსრულების სამინისტროს ეკუთვნის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×