რეზონანსი
12.02.2017

 „დღეს დილიდან, თბილისის მერიის სახელით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქი"-ს საშუალებით ვრცელდება გარკვეული შინაარსის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიას არ ეკუთვნის", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, „ფეისბუქ" გვერდი, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ანტირეკლამას ეწევა, არ წარმოადგენს თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდს.

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ინფორმაციის წაკითხვისას და არ დაეყრდნონ ფეისბუქის ყალბი გვერდების მიერ გავრცელებულ ფაქტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×